ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ჩვენს „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას.

„წესებისა და პირობების“ გათვალისწინებით, გენიჭებათ უფლება ვებ გვერდი პროდუქციის მხოლოდ პირადი მიზნით შეძენისთვის გამოიყენოთ. ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სხვა მიზნებისთვის გამოყენება არღვევს წესებს, რის საფუძველზეც უფლებას ვიტოვებთ უარი განვაცხადოთ თქვენს მომსახურებაზე და გავაუქმოთ თქვენი ანგარიში.

ვებგვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და ანგარიში. პაროლისა ან საიდენტიფიკაციოს გამოყენებისას, ყოველ ჯერზე მოგეთხოვებათ, რომ გაიაროთ ავტორიზაცია. ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებას თქვენი ანგარიშით მესამე პირის მიერ სარგებლობაზე და განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე.

იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის ყიდვა, აუცილებელია გაგვიზიაროთ თქვენი ნამდვილი პირადი მონაცემები მოთხოვნის შესაბამისად. სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად.

ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის აღწერა სრულად გადმოსცემს მასზე ინფორმაციას. ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის სურათები, რომელშიც ფერები ზუსტად არის ასახული, მაინც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოსახულება ასახავს რეალურ ფერებს. ასევე გაითვვალისწინეთ, რომ შესაძლოა განსხვავდებოდეს ბუნებრივი ქვის ფერიც, რადგან ეს არის ხელით დამუშავებული ბუნებრივი მასალა და ყოველთვის იდენტური არ მეორდება.

ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერ სახის მასალა – ფოტო, ვიდეო, ტექსტი, ლოგო და სხვ. არის CHRONOS-ის საკუთრება და მისი ნებისმიერი სახით გამოყენება მკაცრად აკრძალულია. ვიზუალური მასალის გამოყენების უფლება მხოლოდ ჩვენი თანხმობითაა ნებადართული.

გარდა სხვა იურიდიული და სამართლებრივი საშუალებებისა, უფლებას ვიტოვებთ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ან გავაუქმოთ ნებისმიერი უფლება, რომელიც მოგენიჭათ აღნიშნული ხელშეკურლების საფუძველზე. ხელშეკრულების გაუქმებისას, გაგიუქმდებათ პაროლი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი სახით შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება, ფულადი ვალდებულებებით).

თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევის მიერ. ვიტოვებს უფლებას თავად გადაწყვიტოს სამართლებრივი დაცვის ფორმის არჩევა. ამასთანავე, ერთეულ შემთხვევაში, საკუთარი ნებით. ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი. ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც ეხება ვებგვერდს, პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდულს/მიწოდებულს ჩვენ მიერ გადაწყდება ან www.chronos.ge-ის მეშვეობით, ან საქართველოს სასამართლოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.